გრანტების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 3 840 ₾
- გამოცდილება
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის საგრანტო პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გრანტების მენეჯერი პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება - სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის საგრანტო პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გრანტების მენეჯერი.
ანაზღაურება - 3840 ლარი.
სამუშა ადგილი - თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
- სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამების ადმინისტრირება;
- საგრანტო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- საგრანტო პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება/ჩატარება;
- საგრანტო პროგრამების შესახებ პოტენციურ ბენეფიციარებთან კონსულტაციების ჩატარება;
- საგრანტო პროგრამის ანგარიშების განხილვა და ფინანსური/პროგრეს მონიტორინგის განხორციელება;
- ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების ხელშემწყობი ღონისძიებები;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი (აუცილებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ატვირთვა).
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება".
ენების ცოდნის დონე:
- ენა წერითი უნარები მეტყველება
- ინგლისური B2 B2
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება / ცოდნის დონე
- Microsoft Office Word / კარგი
- Microsoft Office Excel / ძალიან კარგი
- Microsoft Office PowerPoint / კარგი
- Microsoft Office Outlook / კარგი
დამატებითი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება - ეკონომიკის / ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
- სასურველია საგრანტო პროექტების მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დაგეგმვისა და მართვის უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პრეზენტაციის მომზადება, ჩატარების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

