გრაფიკული დიზაინერი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- მისამართი
- რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი) · ტრანსპორტირება
სრული აღწერა
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საჭიროებებზე მორგებული გრაფიკული და ვიზუალური მასალების შექმნა.
- შიდა კომუნიკაციისთვის პოსტერების, ბანერების, საინფორმაციო დაფების, პრეზენტაციებისა და სხვა მასალების დიზაინის მომზადება.
- შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება.
- HR დეპარტამენტის მხარდაჭერა თანამშრომელთა ჩართულობის, ტრენინგების, ვაკანსიებისა და კორპორაციული ღონისძიებების ვიზუალური გაფორმებით.
- კომპანიის კორპორაციული პრეზენტაციების, ბროშურების, ფლაერებისა და სხვა ბეჭდური თუ ციფრული მასალების მომზადება.
- სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა.
- კომპანიის ბრენდის სახელმძღვანელოსა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
- ბეჭდვისთვის განკუთვნილი ფაილების მომზადება და სტამბებთან ან სხვა მომწოდებლებთან კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში.
- სხვადასხვა დეპარტამენტისგან მიღებული დიზაინის მოთხოვნების დამუშავება, ვადების დაცვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში ფოტოების დამუშავება, ინფოგრაფიკის შექმნა და არსებული დიზაინების განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციის ან შესაბამის სფეროში, ან შესაბამისი პროფესიული გამოცდილება.
- გრაფიკული დიზაინის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator.
- Adobe InDesign-ის ან/და Canva-ს ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
- ციფრული და ბეჭდური მასალების დიზაინის მომზადების უნარი.
- კომპოზიციის, ფერთა თეორიის, ტიპოგრაფიისა და ვიზუალური იერარქიის საფუძვლების ცოდნა.
- პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა, რომელიც ასახავს კანდიდატის პრაქტიკულ უნარებს.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების დაცვის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
- ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
