გორგიას პრომოუტერი/გაყიდვების კონსულტანტი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 800 ₾
- ქალაქი
- ზუგდიდი
სრული აღწერა
26-10-2026 - 26-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში გორგიას ფილიალში, პრომოუტერი/გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
- მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ;
- ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
- შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
- მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
- რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი.
- ბონუსი მინიმუმ 300-1000 ლარი.
კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 19:00 სთ მდე;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში, გორგიას ფილიალში, პრომოუტერი/გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

