გიდი
გამოქვეყნდა 30 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 8-საათიანი სამუშაო დღე
სრული აღწერა
"ჯუნი ტურსი" ისრაელიდან შემოსული ტურისტების მიღებასა და მომსახურებაზე სპეციალიზებული კომპანიაა. ვეძებთ გიდს, რომელიც ჩვენს თბილისის გუნდს შეუერთდება და სტუმრებთან უშუალო მუშაობას იკისრებს.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების ტრანსფერი აეროპორტიდან, სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებს შორის
- ტურების გაძღოლა და სტუმრებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება
- ტურებისა და დამატებითი ტურისტული მომსახურებების გაყიდვა
- ვიზიტის განმავლობაში სტუმრების მხარდაჭერა და წარმოქმნილი საკითხების ოპერატიულად გადაჭრა
- გუნდთან კოორდინაცია გრაფიკისა და ლოგისტიკის საკითხებზე
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- ებრაული ან არაბული ენის ცოდნა (დამატებითი უპირატესობაა)
- კომუნიკაციის მაღალი უნარი და გაყიდვებისადმი ინტერესი
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
- გუნდში მუშაობის უნარი
პირობები:
- ანაზღაურება: 700 აშშ დოლარი + ბონუსი
- სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე
- უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა
- დინამიური გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- ადგილმდებარეობა: თბილისი
როგორ მოგვმართოთ
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: l.sepherteladze@othniel.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია გიდის პოზიციაზე თბილისში".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
