ღამის ცვლის ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 24 სექბოლო ვადა: 24 ოქტ
- ანაზღაურება
- 800 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ყოველი მესამე ღამის ცვლა (22:00-09:00)
- მისამართი
- თბილისი, დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, "მწვანე ალმასის" კომპლექსი
- ბენეფიტები
- უფასო სავარჯიშო აბონემენტი · ჯანმრთელობის დაზღვევა · კორპორაციული ფასდაკლებები
სრული აღწერა
შპს "Format Fit" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
"Format Fit" — პრემიუმ ფიტნეს სივრცე — ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს ღამის სმენის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ფიტნეს სივრცის უსაფრთხოების კონტროლი ღამის საათებში;
- მომხმარებელთა შესვლა/გამოსვლის მონიტორინგი;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;
- ბარის მარტივი ოპერაციების შესრულება;
- დარბაზის წესრიგისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- სმენის დასრულებისას შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- სალაროსთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ყოველი მესამე ღამის ცვლა (22:00-09:00);
- ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
- სამუშაო ადგილი: დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, "მწვანე ალმასის" კომპლექსი.
შეთავაზება:
- უფასო სავარჯიშო აბონემენტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორაციული ფასდაკლებები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: info@formatfit.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია — "ღამის სმენის ადმინისტრატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
