სარეაბილიტაციო ცენტრი ელიზიუმი
ადმინისტრაციაღამის ცვლის ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 100 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლაში მუშაობა, 18:00 საათიდან 10:00 საათამდე
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სრული აღწერა
სარეაბილიტაციო ცენტრი "ელიზიუმი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა, 18:00 საათიდან 10:00 საათამდე
ანაზღაურება: მორიგეობა - 100 ლარი
მდებარეობა: მცხეთა
ძირითადი მოვალეობები:
- ცენტრში ღამის საათებში მიმდინარე პროცესების ადმინისტრირება და კონტროლი;
- ბენეფიციარების/პაციენტების საჭიროებების დროული მიღება და შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ცენტრის შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში პერსონალთან და პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
- შემოსული ზარებისა და ინფორმაციის მიღება/გადაცემა;
- ღამის ცვლის განმავლობაში წარმოშობილი საკითხების დაფიქსირება და დღის ცვლისთვის ინფორმაციის გადაბარება;
- ადმინისტრაციული ჩანაწერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
- სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
- ყურადღებიანობა და პუნქტუალურობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერის საბაზისო პროგრამების ცოდნა.
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
როგორ შევიტანო განაცხადი?
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად rehab.mtskheta@gmail.com-ზე ან დაგვიკავშირდით +995 555 998 834
გაცნობებთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.
გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი და ერთად ვიზრუნოთ პაციენტების ჯანმრთელობაზე!
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
