სასტუმრო
ადმინისტრაციაღამის ცვლის ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფას
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- მისამართი
- თბილისი, ავლაბარი, ელენე ახვლედიანის აღმართი
სრული აღწერა
19 ნომრიანი სასტუმრო ავლაბარში აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ავლაბარი, ელენე ახვლედიანის აღმართი;
სამუშაო დრო: საღამოს 9:00-დან დილის 9:00-მდე;
გრაფიკი: 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯავშნების მონიტორინგი სხვადასხვა პლატფორმაზე. ახალი ჯავშნების პროგრამაში შეყვანა;
- სტუმრებთან კომუნიკაცია როგორც პირადად ასევე ვოთსაპის, მეილის, ტელეფონის საშუალებით;
- სტუმრების დაბინავება, მათ საჭიროებებზე რეაგირება;
- სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა;
- გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება.
მოთხოვნები:
- პუნქტუალური, კეთილგანწყობილი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია fina-ში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა.
კომპანია გთავაზობთ: კვებით უზრუნველყოფას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@rentalhub.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
