გერმანული ენის მასწავლებელი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 24 ნოე
- მისამართი
- თბილისი, პეკინის გამზ. N43; შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა"
სრული აღწერა
შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზ. N43; შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა".
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გერმანული ენის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
- საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
- მოსწავლეებში გერმანული ენის პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
- სწავლების თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდების გამოყენება;
- მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;
- სასწავლო რესურსებისა და დამატებითი მასალების მომზადება;
- მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება გერმანული ენისა და ლიტერატურის ან შესაბამისი მიმართულებით;
- გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია C1 ან მეტი);
- მასწავლებლის კვალიფიკაცია ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- სასურველია პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- თანამედროვე სასწავლო მეთოდების ცოდნა;
- მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა;
- პროფესიული განვითარების სურვილი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: archimedeskolamail@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
