გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად
- ბენეფიტები
- ოფისიდან, ჰიბრიდულად ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას · სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას · მორგებულ სამუშაო გრაფიკს
სრული აღწერა
გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს.
ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით, სხვადასხვა გერმანულ პროექტებში ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
- მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება.
მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა (B2 დონე);
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- მაღალი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ოფისიდან, ჰიბრიდულად ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
- ანაზღაურებად ტრენინგ-კურსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე: განაცხადის შევსება
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
