გერმანულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტი – Zalando
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- მისამართი
- თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ დისტანციურად მუშაობა
- ბენეფიტები
- ოფისიდან, ჰიბრიდულად, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას · სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას · მორგებულ სამუშაო გრაფიკს
სრული აღწერა
CMX Solutions LLC ეძებს გერმანულენოვან მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებს - Zalando-ს პროექტისთვის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ პლატფორმაა მოდასა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული პროდუქტების მიმართულებით.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ დისტანციურად მუშაობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ან ნახევარი განაკვეთი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
- მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა (C1 დონე);
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
ჩვენ გთავაზობთ:
- ოფისიდან, ჰიბრიდულად, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
- ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე: განაცხადის შევსება
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
