გერმანულენოვანი დისპეჩერი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 6 ნოე
- ანაზღაურება
- 2 500–3 000+ ₾
- მისამართი
- სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 12:00–21:00 · სრული განაკვეთი
სრული აღწერა
EuroTrans-ში ვეძებთ გერმანულენოვან დისპეტჩერს!
გსურს დაიწყო კარიერა ლოჯისტიკის სფეროში, ისწავლო ახალი პროფესია და იმუშაო საერთაშორისო გარემოში? 🇩🇪 მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
რას ვითხოვთ?
- გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2–B2 დონეზე;
- გერმანულად საუბრისა და მოსმენის კარგი უნარები;
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
B2 და უფრო მაღალი დონის გერმანული ჩაითვლება უპირატესობად.
რას გააკეთებ?
- გერმანულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია;
- მძღოლებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
- სატვირთო ავტომობილების გადაადგილებისა და ტვირთის სტატუსის კონტროლი;
- შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- ინფორმაციის შესაბამის სისტემაში შეყვანა;
- სატრანსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
- წარმოქმნილი საკითხების დროული იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაში მონაწილეობა.
რას გთავაზობთ?
- სრულად გადამზადებას სამუშაოს სპეციფიკაში
- გერმანულენოვან სამუშაო გარემოს
- სტაბილურ სამსახურს
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- ხელფასი: 2500–3000 ლარი + საბონუსე სისტემა
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 12:00–21:00
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2500–3000 ლარი + საბონუსე სისტემა
პოზიცია: გერმანულენოვანი დისპეტჩერი
ვის ვეძებთ?
თუ ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გინდა ლოჯისტიკის სფეროში ახალი პროფესიის სწავლა და განვითარება, გამოგვიგზავნე შენი CV.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 2500-3000 ₾ + ბონუსი
- ანაზღაურების პირობები
- ხელფასი: 2500–3000 ლარი + საბონუსე სისტემა ანაზღაურება: 2500–3000 ლარი + საბონუსე სისტემა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
