გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გეოლოგიური განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გეოლოგიური განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა.
სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატების მოზიდვა და მათი დასაქმება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით.
კატეგორია:
გეოლოგია
განცხადების ბოლო ვადა:
09.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
დასავლეთ საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების ექსტრემალური გამოვლინების უბნებზე საველე კვლევების წარმოება, საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასება და გეოლოგიური დასკვნების შედგენა;
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის საველე სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
საფონდო და ლიტერატურული გეოლოგიური ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) კატალოგი/კადასტრის შედგენა/განახლებაში მონაწილეობის მიღება;
გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) GIS მონაცემთა ბაზების შედგენა/განახლებაში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციებზე პასუხების მომზადება;
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის დავალებით სხვა მიმდინარე საქმიანობის შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
პროფესია:
გეოლოგია და/ან გეოგრაფია
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ”;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.N150
საკონტაქტო ტელეფონები:
598995353
საკონტაქტო პირი:
მარიამი ჯანჯღავა
დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია:
- გეოლოგიური მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
- ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
შრომისმოყვარეობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
მიზანდასახულობა;
კომუნიკაბელურობა;
დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა (დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება);
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https:/nea.gov.ge/;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
