სიესდი საქართველო
ადმინისტრაციაგენეტიკური კვლევების მიმართულების მენეჯერი
გამოქვეყნდა 14 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ლაბორატორიაში ყოფნა სავალდებულოა კვირაში 2 დღე, 11:00-დან 17:00 საათამდე · ს მოქნილობა: ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა კანდიდატს შეუძლია საკუთარი გრაფიკის შესაბამისად, სრული ავტონომიით
- მთავარი მოთხოვნა
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სრული აღწერა
პათომორფოლოგიური და გენეტიკური ლაბორატორია CSD საქართველო აცხადებს ვაკანსიას გენეტიკური კვლევების მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება სამედიცინო და გენეტიკური კვლევების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
- გენეტიკური კვლევების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
- ბიოლოგიური მასალის საზღვარგარეთ გაგზავნის პროცესის ორგანიზება და მართვა;
- საერთაშორისო პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და საქმიანი კომუნიკაცია;
- ექიმებთან, მათ შორის ონკოლოგებსა და გინეკოლოგებთან, რეგულარული ვიზიტები და პროფესიული ურთიერთობების განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, კანდიდატი იყოს მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტი;
- უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებს;
- ინგლისური ენის გამართული ცოდნა სავალდებულოა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- აუცილებელია ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1 200 ლარი ხელზე ასაღები;
- სამუშაო გრაფიკი: ლაბორატორიაში ყოფნა სავალდებულოა კვირაში 2 დღე, 11:00-დან 17:00 საათამდე;
- გარე ვიზიტები: ექიმებთან კვირაში მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ვიზიტი;
- გრაფიკის მოქნილობა: ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა კანდიდატს შეუძლია საკუთარი გრაფიკის შესაბამისად, სრული ავტონომიით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
projectmanagement@csdgeorgia.com. გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: ვაკანსია | გენეტიკური კვლევების მიმართულების მენეჯერი.
შემოგვიერთდით CSD საქართველოში და გახდით გენეტიკური კვლევების განვითარების პროცესის ნაწილი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
