გენერალური მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 501–2 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ზუგდიდი, გამსახურდიას 1ქ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · სრული (კვირაში 5 დღე)
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
გენერალური მენეჯერი
ანაზღაურება - 2000 ლარი;
ლოკაცია - ზუგდიდი;
გრაფიკი - სრული (კვირაში 5 დღე);
ფუნქცია-მოვალეობები:
რესტორნის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ბრენდის საოპერაციო სტანდარტების შესაბამისად;
საოპერაციო პროცედურების რესტორნის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი. ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის პროცედურების დაცვა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად. საჭიროებისამებრ გამოსასწორებელი ზომების მიღება;
რესტორნის გაყიდვების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გზით. გაყიდვების გაზრდისათვის შესაბამისი გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
რესტორნის მოგების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა ხარჯების შემცირების გზით;
რესტორანში მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტების ზედმიწევნით შენარჩუნება;
ხარისხის, მომსახურებისა და რესტორნის სისუფთავის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა, ასევე საკვები პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი, საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კოორდინაცია, თანამშრომელთა განვითარებისა და დაწინაურებისათვის ხელის შეწყობა, შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად;
დღის მანძილზე რესტორანში თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის ყოფნის უზრუნველყოფა. რესტორანში არსებული სისტემების გამოყენება ახალი თანამშრომლების აყვანის, მათი განვითარებისა და დამსახურების აღიარებისათვის. თანამშრომლების საქმიანობის ხარისხიანად და დროულად შეფასება;
რესტორნის კომპანიის საოპერაციო პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რესტორნის საქმიანობის შეფასება/გაანალიზება, რესტორნის შემოწმებისას მიღებული შეფასებების გათვალისწინება. რესტორნის პერფორმანსის გასაუმჯობესებლად სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბრენდისა და მისი აქტივების დაცვის უზრუნველყოფა, რესტორნის კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
სასურველია უცხო ენების ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
Apex პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დროის ეფექტური განაწილების უნარი;
გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
ფინანსური მართვის უნარი;
ლიდერული უნარები;
თანამშრომლების მოტივაციის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პროფესია: ოფისის ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: გამსახურდიას 1ქ
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 2000ლ (+ბონუსი)
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (მშობლიური)
უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ანალიზი, კვლევა/სწავლა, კეთილსინდისიერება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
