საქართველოს რაგბის კავშირი
გაყიდვებიგაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 18 ოქტ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
სრული აღწერა
"საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ვეძებთ გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტებს ორ ლოკაციაზე. პოზიცია აერთიანებს მომხმარებლის მომსახურებას და პროდუქციის გაყიდვას.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა;
- პროდუქტის შერჩევაში დახმარება და შეკვეთების მიღება;
- ფან-შოპის პროდუქციის გაყიდვა;
- ყავის, ცივი სასმელებისა და მარტივი საკვები პროდუქტების მომზადება/გაცემა;
- POS-ტერმინალთან მუშაობა;
- პროდუქციის განლაგება და მარაგების კონტროლი;
- გაყიდვების აღრიცხვა;
სამუშაო გრაფიკი:
პირველი ლოკაცია:
- I ცვლა — 07:00-15:00 საათი;
- II ცვლა — 15:00-23:00 საათი.
მეორე ლოკაცია:
- I ცვლა — 11:00-18:00 საათი;
- II ცვლა — 18:00-01:00 საათი.
ვის ვეძებთ?
- კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს;
- პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და პუნქტუალურ კანდიდატს;
- კანდიდატს, რომელიც მზად არის ცვლებში სამუშაოდ.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის -სამუშაოს სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით.
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ და ენერგიულ გუნდს;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ცვლებში მუშაობის შესაძლებლობას;
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: m.dolaberidze@rugby.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
