ას ჯორჯია
მარკეტინგიგაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 27 ოქტ
- ანაზღაურება
- 9 500 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, შოთა ნადირაშვილის 50
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 7 წელი
სრული აღწერა
კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებების სტრატეგიული მართვა და მათი კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა კომპანიის შემოსავლების ზრდის, ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერების, ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და კომერციული მიზნების მიღწევის მიზნით.
გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- კომპანიის ბიზნესმიზნებთან შესაბამისი კომერციული, გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების, მიზნობრივი მაჩვენებლებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- გაყიდვების გეგმებისა და ძირითადი შესრულების მაჩვენებლების (KPI) შესრულების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- გაყიდვების შედეგების, ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და კონკურენტული გარემოს სისტემატური შესწავლა და ანალიზი;
- გაყიდვების პროგნოზების მომზადება და ახალი კომერციული შესაძლებლობებისა და გაყიდვების არხების გამოვლენა და განვითარება;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნების სტრატეგიების შემუშავება;
- მარკეტინგული კამპანიების, სარეკლამო აქტივობებისა და ბრენდის განვითარების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება;
- საფასო პოლიტიკის, სპეციალური შეთავაზებებისა და გაყიდვების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და კონტროლი;
- მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და დამტკიცებული რესურსების ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობა, ფუნქციებისა და ამოცანების განაწილება, თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია და შედეგების შეფასება;
- გუნდის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოტივირება და საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება;
- კომპანიის ფინანსურ, საოპერაციო და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობა საერთო ბიზნესმიზნების მისაღწევად;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებების საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ბაზრის ცვლილებებთან დროული ადაპტირება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება თანამდებობის კომპეტენციის ფარგლებში.
გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი უფლებამოსილია:
- კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებების ეფექტიანი მართვის მიზნით;
- ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინიციატივები და რეკომენდაციები კომერციული შედეგებისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
- კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან მოითხოვოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებს მისცეს დავალებები, განსაზღვროს შესრულების ვადები და გააკონტროლოს მათი შესრულება;
- მონაწილეობა მიიღოს დაქვემდებარებული ერთეულების დაკომპლექტების, თანამშრომელთა შეფასების, განვითარების, წახალისებისა და სხვა საკადრო საკითხების განხილვაში;
- მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინოს კომპანიის ინტერესები მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვა მესამე პირებთან.
პასუხისმგებლობა
გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი პასუხისმგებელია:
- გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შესრულებაზე;
- განსაზღვრული მიზნობრივი და ფინანსური მაჩვენებლების მიღწევაზე;
- მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მომზადებული ანგარიშებისა და წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე;
- დამტკიცებული ბიუჯეტისა და კომპანიის რესურსების ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებაზე;
- დაქვემდებარებული გუნდების საქმიანობის სათანადო ორგანიზებასა და კონტროლზე;
- კომპანიის კომერციული ინტერესებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვაზე;
- კონფიდენციალური, კომერციული და პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე;
- კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე.
პროფესია: მარკეტოლოგი (მარკეტინგის სპეციალისტი)
სამუშაო ადგილი: შოთა ნადირაშვილის 50
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 9500 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 7 წელი
ენები: ინგლისური (კარგად), რუსული (კარგად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ანალიზი, ინოვაციურობა, სტრატეგ. და კონცეფც. ფორმულირება, გაძღოლა და ხელმძღვანელობა, ცვლილებებთან ადაპტაცია
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
