გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 000+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00
სრული აღწერა
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება გაყიდვები, საწყობის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
- საწყობში არსებული პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;
- საჭირო პროდუქციის შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
- მომწოდებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეკვეთების გაფორმება;
- საჭიროების შემთხვევაში შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა;
- მარაგების შევსების საჭიროების დროული განსაზღვრა.
- საჭიროების შემთხვევაში ნაშთების აღწერა
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება
- გაყიდვების ოპერაციების ასახვა სავაჭრო პროგრამაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
მნიშვნელოვანი: შესყიდვების განსახორციელებლად საწარმოდან გასვლა საჭირო არ არის — შეკვეთების მიღება და გაფორმება ხდება ადგილზე, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com
CV გამოგზავნისას წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი".
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი + მთლიანი გაყიდვების 1%
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
