გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი, მეტრო ისანთან ახლოს
- ბენეფიტები
- კონკურენტულ ანაზღაურებას · ტრენინგს ყველა სამუშაო პროცესში · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
შპს "სმარტ ტვ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "სმარტ ტვ" (smarttv.ge) — ბმულის გახსნა არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: smarttv.ge — ბმულის გახსნა
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანთან ახლოს
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
- შეკვეთების მიღება და გაყიდვა, როგორც ოფისიდან, ასევე ტელეფონით და ინტერნეტით;
- კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
- პროდუქციის მიღება-დასაწყობება, აღრიცხვის წარმოება;
- Smart TV Box-ების და სხვა პროდუქციის გამზადება გასაყიდად (აპლიკაციების ინსტალაცია, განახლება, პარამეტრების კონფიგურაცია, შეფუთვა);
- კლიენტების მომსახურება და ტექნიკური დახმარება, როგორც ოფისში, ისე დისტანციურად;
- ფოსტა-კურიერებთან კომუნიკაცია;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა), ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Windows, Microsoft Office, OneNote, Excel, Outlook, Google Sheets, ინტერნეტ ბრაუზერები, ელფოსტა, მესენჯერებთან მუშაობა: WhatsApp, Viber, Messenger, Telegram);
- Android ოპერაციული სისტემის საბაზისო ცოდნა (აპლიკაციების ინსტალაცია, პარამეტრების დაყენება);
- AnyDesk, TeamViewer და სხვა დისტანციური მართვის პროგრამების ცოდნა;
- სწრაფი ათვისების უნარი და მზადყოფნა ისწავლოს ახალი ტექნოლოგიები;
- გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია;
- ზრდილობიანი და გამართული მეტყველება, ენერგიული, პოზიტიური, მოწესრიგებული;
- გუნდში მუშაობის უნარი, კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;
- სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ტრენინგს ყველა სამუშაო პროცესში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კომფორტულ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
კონტაქტი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელფოსტაზე: smartzodi@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი.
დისკრიმინაციის აკრძალვა: შპს "სმარტ ტვ" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარების საფუძველზე, რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების ან სხვა ნიშნების მიუხედავად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა: შპს "სმარტ ტვ" იცავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონს. წარმოდგენილი რეზიუმეები და პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
