გაყიდვების წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
- ანაზღაურება
- 800 ₾ / თვე
- სამუშაო გრაფიკი
- არასრული სამუშაო დღე, მოქნილი გრაფიკი (მთავარია შესრულდეს დღის გეგმა)
სრული აღწერა
კომპანია "MedmarisTrichology" ეძებს კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს სილამაზის სალონებში თმისა და თავის კანის მოვლის იტალიური ბრენდის "Orising-ის" წარსადგენად და გაყიდვების გასავითარებლად.
პოზიცია: გაყიდვების წარმომადგენელი
გრაფიკი: არასრული სამუშაო დღე, მოქნილი გრაფიკი (მთავარია შესრულდეს დღის გეგმა)
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი — თვეში 800 ლარი .
- დამატებით — პირადი გაყიდვებიდან პროცენტული ანაზღაურება. პროცენტის ოდენობა და დარიცხვის პირობები განისაზღვრება გასაუბრებისას.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის, პროდუქციის ასორტიმენტის, დანიშნულებისა და გამოყენების წესების შესწავლა, სალონებში მათი სწორად წარდგენის მიზნით.
- სალონებში ყოველდღიური ვიზიტები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით, უბნებისა და ქუჩების მიხედვით — დღეში დაახლოებით 5 სალონი.
- სალონის მფლობელისთვის, მენეჯერისთვის ან პასუხისმგებელი პირისთვის ბრენდისა და პროდუქციის წარდგენა.
- პროდუქციისა და თანამშრომლობის პირობების შეთავაზება, გაყიდვების ხელშეწყობა.
- სალონის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება — სალონის სახელწოდება, მისამართი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი.
- მონახულებული სალონების, მიღებული კონტაქტებისა და დაინტერესების შესახებ მოკლე ანგარიშის მომზადება და გადაგზავნა.
- დაინტერესებულ სალონებთან შემდგომი კომუნიკაცია და თანამშრომლობის განვითარება.
კანდიდატისგან ველით:
- კარგ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარს.
- პასუხისმგებლობას, ორგანიზებულობას და აქტიური საველე მუშაობის სურვილს.
- გაყიდვების ან სილამაზის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია: medmaris.trichology@gmail.com, 558 05 06 07 (დეა)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
