ახალი მზერა
გაყიდვებიგაყიდვების წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00 (სრული განაკვეთი)
- მისამართი
- ქ. თბილისი, ვაკე, ლევან მიქელაძის ქუჩა N19
- მთავარი მოთხოვნა
- სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
სრული აღწერა
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ლევან მიქელაძის ქუჩა N19.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული განაკვეთი).
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებიდან პროცენტი.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- მომხმარებლისთვის პროდუქტის ეფექტური დემონსტრირება და პროდუქტის მახასიათებლების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლების პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და ვიტრინაზე განთავსება;
- გაყიდვების პროცესის წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
- მიზანმიმართული, აქტიური და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
