გაყიდვების ტრენერი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-18:00 (ორშ–პარ)
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
- ბენეფიტები
- სტაბილურ ანაზღაურებას · პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს · მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
"ტერავიტა +" _ ეს არის მზარდი კომპანია, რომელიც მუშაობს ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ცხელი და ცივი ლიდების ბაზასთან და უზრუნველყოფთ მომსახურების მაღალ დონეს.
ვეძებთ გაყიდვების ტრენერს, რომელიც დაგვეხმარება კომუნიკაციის სტანდარტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.
სამუშაო პირობები:
- გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
- ხელფასი: ფიქსირებული 2000₾
- საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ: + საბონუსე სისტემა
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
გამოცდილება და მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში,
- ტრენერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად),
- დასაშვებია სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება- B2C, ნუტრა, ფიზიკური საქონელი,
- CRM- სისტემის, Google ცხრილების და Excel-ის ცოდნა,
- გაყიდვების სტრუქტურისა და დიალოგის ხარისხის სტანდარტების ცოდნა,
- რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
ფუნქციები:
- ახალი თანამშრომლების პირველადი სწავლების ჩატარება.
- გაყიდვების მენეჯერების ადაპტაცია სტაჟირების პერიოდში და მათი მხარდაჭერა ხაზზე გასვლამდე.
- ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენინგების ჩატარება.
- სწავლება გაყიდვების ტექნიკებში, წინააღმდეგობებთან მუშაობასა და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში.
- სატელეფონო საუბრების მოსმენა და ანალიზი.
- თანამშრომლების მუშაობაში შეცდომების გამოვლენა და ინდივიდუალური უკუკავშირის ჩატარება.
- დაბალი შედეგების მქონე ოპერატორებისთვის დამატებითი ტრენინგების ორგანიზება.
- გაყიდვების სკრიპტების, სასწავლო მასალებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, განახლება და დანერგვა.
- შეკვეთების გაუქმების მიზეზების ანალიზი და მათი შემცირების რეკომენდაციების მომზადება.
- ტრენინგის შემდეგ თანამშრომლების ცოდნის ხარისხის კონტროლი.
- ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის შეფასება და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების წინადადებების მომზადება.
- განყოფილების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა თანამშრომლების განვითარების საკითხებზე.
- ახალი გაყიდვების სკრიპტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი ეფექტურობის ტესტირება და გაუმჯობესების წინადადებების წარდგენა.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის ფარგლებში.
პასუხისმგებლობის ზონა:
- ახალი ოპერატორების მომზადების ხარისხი.
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის სისწრაფე.
- ოპერატორების შედეგების გაუმჯობესება ტრენინგის შემდეგ.
- შეცდომებისა და შეკვეთების გაუქმების რაოდენობის შემცირება.
- სასწავლო მასალების აქტუალურობა და ეფექტურობა.
- გაყიდვებისა და კომუნიკაციის ერთიანი სტანდარტების დაცვა.
კომპანია გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას,
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს,
- მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@teravita.app და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების ტრენერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

