გაყიდვების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
კომპანია Bound Solutions აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების სპეციალისტი
ხელფასი: 2,500 ლარი (NET) + ბონუსი
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, დაინტერესებული პირების მოზიდვა და მათთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება;
- მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ავტომობილების მოდელების შეთავაზება;
- ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციური შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების პროფესიონალური პრეზენტაცია;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პირველადი კონტაქტიდან მოლაპარაკებებისა და გარიგების წარმატებით დასრულებამდე;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება, ფასისა და გაყიდვის პირობების შეთანხმება;
- გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვის შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ავტოინდუსტრიაში ან პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილებას;
- ავტომობილების ბაზრის, თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა მოდელის სპეციფიკის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- მოლაპარაკებების წარმოების, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მომხმარებელთა საჭიროებების სწორად შეფასებისა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზების უნარი;
- გაყიდვების მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული, ინგლისური
- ანაზღაურების პირობები
- 2500 ₾ + ბონუსი

