გაყიდვების სპეციალისტი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 11:00 – 19:00
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს გაყიდვების სპეციალისტს პარტნიორი კომპანიისთვის უძრავი ქონების მიმართულებით. ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პოტენციურ კლიენტთან პირველი კომუნიკაციიდან გარიგების დასრულებამდე გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა.
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 11:00 – 19:00
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
- შემომავალი ზარებისა და მოთხოვნების დამუშავება და პოტენციური კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა;
- ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- უძრავი ქონების ობიექტების, მათი მახასიათებლებისა და უპირატესობების კლიენტისთვის სწორად წარდგენა;
- კლიენტებისთვის ობიექტების ადგილზე ჩვენების ორგანიზება და განხორციელება;
- კლიენტის საჭიროებების, ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისად შესაბამისი შეთავაზების შერჩევა;
- პოტენციური კლიენტების კონსულტირება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- მოლაპარაკებების წარმართვა და კლიენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვა;
- შეთავაზების მომზადება, გაყიდვის პირობების შეთანხმება და გარიგების დასრულების პროცესის კოორდინაცია;
- კლიენტებთან გაყიდვების შემდგომი კომუნიკაციის მართვა;
- კლიენტებთან გრძელვადიანი და პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება;
- არსებული კლიენტებისგან დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კლიენტებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის შესახებ ინფორმაციის CRM/მონაცემთა ბაზაში სრულად და დროულად ასახვა;
- გაყიდვების შედეგებისა და მიმდინარე ლიდების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
- ბაზარზე არსებული უძრავი ქონების შეთავაზებებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას გაყიდვების სფეროში;
- უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- გამართული, დამაჯერებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ძლიერი მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- კლიენტის საჭიროებების სწორად მოსმენისა და იდენტიფიცირების უნარი;
- შედეგზე და გაყიდვების მიზნებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი სამუშაო სტილი;
- რამდენიმე კლიენტთან და გაყიდვის პროცესთან პარალელურად მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

