გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 28 სექბოლო ვადა: 28 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, მოსკოვის გამზირი No38
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას After Sales Specialist-ის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც გაყიდვის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს კლიენტთან ეფექტურ კომუნიკაციას, ბინის ჩაბარების პროცესის კოორდინაციასა და შესაბამის დეპარტამენტებთან ურთიერთობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვის დასრულების შემდეგ კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია და მისი ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
- კლიენტებისთვის მშენებლობის მიმდინარეობის, ბინის ჩაბარების ვადებისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია გადახდის გრაფიკებთან, დარჩენილ დავალიანებებსა და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
- ბინის ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ბინის დათვალიერებისას დაფიქსირებული ხარვეზების მიღება, შესაბამის ტექნიკურ/სამშენებლო გუნდთან გადაცემა და შესრულების მონიტორინგი;
- კლიენტის განცხადებების, მოთხოვნების, პრეტენზიებისა და საჩივრების მიღება და მათი დროული მოგვარების ორგანიზება;
- გაყიდვების, ფინანსურ, იურიდიულ, სამშენებლო და ტექნიკურ დეპარტამენტებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
- საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცესებსა და დოკუმენტაციაში კლიენტის მხარდაჭერა;
- ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
- კლიენტების ინფორმაციისა და კომუნიკაციის ისტორიის CRM სისტემაში (ZOHO) რეგულარული და სრულყოფილი განახლება;
- კლიენტისთვის დაგეგმილი შეხვედრების, ბინის დათვალიერებისა და ჩაბარების პროცესის ორგანიზება;
- კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
- პრობლემური და არასტანდარტული შემთხვევების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან დროული ესკალაცია;
- კლიენტის მოთხოვნის სტატუსის კონტროლი საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია;
- კლიენტებთან ურთიერთობის, Customer Service-ის, After Sales-ის, გაყიდვების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ZOHO CRM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული ქართული მეტყველება და წერითი კომუნიკაციის უნარი;
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და კლიენტთან ურთიერთობის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტური მართვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დოკუმენტაციასთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1, 500 ლარი — ხელზე ასაღები თანხა
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი №38
თუ გაქვთ კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი უნარი, მოგწონთ პროცესების ორგანიზება და შეგიძლიათ სხვადასხვა დეპარტამენტს შორის ეფექტური კოორდინაცია.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით ელ ფოსტაზე istoriadevelop@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ After Sales Specialist.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
