გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 30 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვარკეთილი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00
სრული აღწერა
დეველოპერული კომპანია "Eden Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების (After Sales) სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბინის შეძენის შემდეგ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი მომსახურება;
- გაფორმებული ხელშეკრულებების ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- კლიენტების გადახდის გრაფიკების მონიტორინგი, გადახდების შეხსენება და დავალიანებებზე რეაგირება;
- მშენებლობის მიმდინარეობის, ცვლილებებისა და დასრულების ვადების შესახებ კლიენტების ინფორმირება;
- კლიენტების მოთხოვნებისა და განცხადებების მიღება, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- ბინების დათვალიერებისა და მიღება-ჩაბარების პროცესის ორგანიზება;
- ბინის გადაბარების შემდეგ ტექნიკური და საგარანტიო საკითხების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის გამართულად ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვისა და გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
- კლიენტებთან ურთიერთობის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 3000 ლარი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი;
- სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
- დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
- შესვენება: 1 საათი, სამუშაო დღის განმავლობაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: ketevani@edendevelopment.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
