სინტაქსი
გაყიდვებიგაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-18:30
სრული აღწერა
IT კომპანია "სინტაქსი" (www.syntax.ge) — ბმულის გახსნა, რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: დუბაის ბაზრის პროექტების ოპერაციების პროცესების სრული ციკლის მართვა.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
- სამიზნე ბაზარი: დუბაი/არაბთა გაერთიანებული საამიროები
- სამუშაო ფორმატი: დისტანციური პროცესის მართვა საქართველოდან. მივლინება დუბაიში აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
დამატებითი სარგებელი:
- შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
- სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გამოცხადებული ტენდერებისთვის კომპანიის რეგისტრაცია ტენდერების/supplier portals საიტზე და შემდგომი ონბორდინგის პროცესის მართვა;
- გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;
- გამოცხადებული ტენდერების ყოველდღიური მონიტორინგი;
- კომპანიისთვის მნიშვნელოვანი/საინტერესო ტენდერების შესახებ გაყიდვების მენეჯერისთვის ინფორმაციის გაზიარება;
- საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ლიცენზიების განახლებების კალენდრის შექმნა და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდული მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის;
- ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა;
- არსებული კლიენტებისთვის უწყვეტი ლიცენზიების ჯაჭვის ჩამოყალიბება;
- გაყიდვების მენეჯერთან ერთად პროდუქტის მახასიათებლების შესახებ წინადადებების მომზადება და კლიენტთან გაზიარება;
- მწარმოებელთან/დისტრიბუტორთან კომუნიკაცია საუკეთესო ფასის მისაღებად;
- ინვოისების მომზადება და ბუღალტერიასთან შესაბამისი კომუნიკაცია;
- შესყიდვების დოკუმენტაციის შექმნა;
- დებიტორების მართვა და მათთან კომუნიკაცია - ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა;
- მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა/მიღება/დაარქივება;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან მონათესავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენა - C1 დონე; გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
- სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
