Golden Apart
გაყიდვებიგაყიდვების ოფისის მენეჯერი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ვარკეთილი — მეტროს მიმდებარედ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00
სრული აღწერა
დეველოპერული კომპანია "გოლდენ აპარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი — მეტროს მიმდებარედ;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ძირითადი მოვალეობები:
- დაინტერესებული პირების ეფექტური კონსულტაცია, პროდუქტის წარდგენა და გაყიდვების პროცესის მართვა;
- სოციალურ ქსელებიდან და სხვა არხებიდან შემოსულ მოთხოვნებზე პასუხი და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებების და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
- შიდა განვადების და საბანკო იპოთეკის პროცესების კოორდინაცია;
- მყიდველის ინდივიდუალური მოთხოვნების და გეგმარების ცვლილებების შეთანხმება შესაბამის გუნდებთან;
- კლიენტების ბაზისა და გაყიდვების მონაცემების მართვა;
- გაყიდვების ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უძრავი ქონების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
- საოფისე პროგრამებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 2, 000 ₾ + შედეგებზე მიბმული ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მითითებულ საკონტაქტო ელექტრონულ მისამართზე: sandro.sokhashvili@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
