გაყიდვების მთავარი მენეჯერი
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00
- ბენეფიტები
- პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს · კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მოქნილი და შედეგზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა · კარიერული ზრდის შესაძლებლობას პროფესიული განვითარების პერსპექტივით
სრული აღწერა
ნეოტექის ისტორია 2005 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან, კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.
ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა.
დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილებების სფეროში.
ვაკანსიის აღწერა:
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას Senior Sales Manager-ის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში. ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, დამოუკიდებელ და სტრატეგიული ხედვის მქონე გაყიდვების პროფესიონალს, რომელიც კარგად იცნობს რეგიონის ბიზნეს ეკოსისტემას და შეძლებს გაყიდვების ახალი არხების გახსნასა და მსხვილ პარტნიორებთან პირველ რიგში დეველოპერულ და სამშენებლო სექტორთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი:
მდებარეობა: ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი არხების მოძიება და განვითარება: აჭარისა და რეგიონის ბაზარზე გაყიდვების ახალი არხების, სეგმენტებისა და პარტნიორობის მოდელების იდენტიფიცირება და დანერგვა;
- დეველოპერებთან და B2B სეგმენტთან მუშაობა: სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიებთან, არქიტექტურულ/საპროექტო სტუდიებთან და სხვა მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან კავშირების დამყარება, შეხვედრების ორგანიზება და გარიგებების დახურვა;
- არსებული კავშირების აქტივაცია: პირადი პროფესიული ქსელისა და რეგიონული კონტაქტების გამოყენება ბიზნესის ზრდის დასაჩქარებლად;
- კომერციული შეთავაზებები და მოლაპარაკებები: კლიენტის საჭიროებებზე მორგებული კომერციული პირობების მომზადება, რთული მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება;
- ბაზრის ანალიზი და რეპორტინგი: კონკურენტების, ფასებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი; CRM სისტემაში პროცესების გამართული წარმოება და რეგულარული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- მინიმუმ 2-3 წლიანი წარმატებული გამოცდილება B2B ან Senior/Key Account გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო/დეველოპერულ, უძრავი ქონების ან მომიჯნავე ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილებას);
- მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა, სხვა უცხო ენის ცოდნა მისასალმებელია;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მოქნილი და შედეგზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას პროფესიული განვითარების პერსპექტივით;
- მუშაობის დასაწყისში: კორპორატიულ სწავლებას პროდუქტებზე და გაყიდვების სპეციფიკაზე;
- კომფორტულ ოფისს და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიონალების გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
გაინტერესებთ ეს პოზიცია?
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@neotech.ge და გთხოვთ, ელ-წერილის სათაურში მიუთითოთ: Senior Sales Manager.
შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

