ავტო გალერიგაყიდვების მრჩეველი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში, "ავტო გალერიში" - ში ვეძებთ გაყიდვების მრჩეველს ATV მიმართულებით.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- გაყიდვების ხელშეწყობა, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და კორპორატიული და საცალო მომხმარებლების პორტფელის გაფართოება;
- Polaris-ისა და ოფ-როუდის მიმართულებით წინასწარი შეკვეთების (Pre-order) მოძიება და შეგროვება;
- კომპანიაში მოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში კონსულტაციის გაწევა;
- Polaris-ის ტექნიკის მიღების, ჩამოტვირთვის, განბაჟებისა და დასაწყობების პროცესების მართვა, ასევე შესაბამისი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
- კონკურენტული ბაზრის კვლევა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება;
- გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება და გაყიდვის შემდგომ მომხმარებლებთან კომუნიკაცია (Follow-up);
- მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა;
- ოფ-როუდ აქსესუარების შეკვეთისა და რეალიზაციის პროცესის მართვა;
- გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრისა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნებისა და ბაზრის კვლევის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ინფორმაციის ეფექტიანად გაზიარების უნარი;
- ტექნიკისა და ოფ-როუდ მიმართულების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებელთა მომსახურებისა და კონსულტირების უნარი;
- საოფისე პროგრამებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
ავტო გალერიში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ავტო გალერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მრჩეველი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
