American Vintage
გაყიდვებიგაყიდვების მრჩეველი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 1 300+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 8-საათიანი ცვლა (11:00-დან 20:00 საათამდე)
სრული აღწერა
ფრანგული პრემიუმ ბრენდი "American Vintage" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს გაყიდვების მრჩეველის (მოლარე-კონსულტანტის) პოზიციაზე.
თუ გიყვართ მოდის ინდუსტრია, სიამოვნებას განიჭებთ მომხმარებლებთან ურთიერთობა და გსურთ განვითარდეთ საერთაშორისო ბრენდთან ერთად, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა და პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
- სალარო ოპერაციების სწორად და გამართულად წარმოება;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, აქტიურობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 8-საათიანი ცვლა (11:00-დან 20:00 საათამდე);
- ანაზღაურება: 1300₾ + ბონუსი;
- მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: ekarazmadze88@gmail.com.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
