გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი - BMW Motorrad
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
- მისამართი
- თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00
სრული აღწერა
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას BMW Motorrad-ის გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების (ლიდების) კმაყოფილებაზე ზრუნვა. მოტოციკლეტებზე ინფორმაციის მიწოდება, წარდგენა;
- შოურუმისა და პროდუქციის, ასევე სთოქისა და ტესტ-დრაივის მოტოციკლეტების მოწესრიგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- გაყიდვის პროცესში შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და პროცესის დაგეგმვა;
- მოტორადის ღონისძებების დაგეგმვასა და მენეჯმენტში მონაწილეობა;
- კლიენტებისა და მოტოციკლეტების შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა და მონაცემების სისწორის კონტროლი;
- გაყიდვების მენეჯერის დახმარება მოტოციკლეტების გაყიდვის პროცესში;
- შოურუმში და ონლაინ პორტალებზე ინფორმაციის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული :
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- A კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
- რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- ეფექტიანი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მონაცემების დამუშავების უნარი;
- Microsoft Office სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯი-თი მოტორს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი, BMW Motorrad
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

