გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ-18:00 სთ
- ბენეფიტები
- დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს · მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
კომპანია "სტანდარტი +", ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- შემოსულ შეტყობინებებზე (Facebook, WhatsApp-სა და Viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა BAO-ში შეტანა.
მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი;
- ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი;
- მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1;
- სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ-18:00 სთ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com.
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
