გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- რუსთავი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, კვირაში 40 საათი
სრული აღწერა
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ?
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ემსახურება მომხარებელს და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი.
რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები? გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური საცალო და კორპორაციული მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას.
რას გთავაზობთ?
- მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
- პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი სადაზღვევო სფეროს საქმიანობას და პროდუქტებს;
- ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში;
- სწრაფად ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობას - ყოველ სამ თვეში ერთხელ შედეგების მიხედვით გექნება პოზიციური დაწინაურების შესაძლებლობა;
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე
რა გვჭირდება შენგან? ჩვენ არ ვითხოვთ განათლების ხარისხს და სამუშაო გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლო, განვითარდე და მიაღწიო მიზნებს, დანარჩენს კი ჩვენ გასწავლით.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის? გამოგვიგზავნე რეზიუმე
ირაო გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

