გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-18:30
სრული აღწერა
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ?
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი.
რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები? გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური საცალო და კორპორაციული მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას.
რას გთავაზობთ?
- მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
- პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი სადაზღვევო სფეროს საქმიანობას და პროდუქტებს;
- ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში;
- სწრაფად ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობას - ყოველ სამ თვეში ერთხელ შედეგების მიხედვით გექნება პოზიციური დაწინაურების შესაძლებლობა;
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე
რა გვჭირდება შენგან?
ჩვენ არ ვითხოვთ განათლების ხარისხს და სამუშაო გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლო, განვითარდე და მიაღწიო მიზნებს, დანარჩენს კი ჩვენ გასწავლით.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ყოველთვიური ბონუსი
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის? გამოგვიგზავნე რეზიუმე.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

