გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- ბენეფიტები
- მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას · ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელი - 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
- მარჯანიშვილის 2 (მარჯანიშვილის მეტროსთან)
- ვაჟა-ფშაველას 16ა (მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან)
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
- მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა და დოკუმენტაციის შედგენა;
- პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- სასურველია ინგლისურო ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
