Enocork
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
სრული აღწერა
გაინტერესებს ღვინის ინდუსტრია, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს გაყიდვების სფეროში განვითარება? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
"Enocork" — საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფის წევრი, მზარდი კომპანია, რომელიც საქართველოს მეღვინეობის სექტორს აწვდის ღვინის საცობებს, კასრებსა და სხვა სპეციალიზებულ პროდუქციას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ორ პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება;
- მეღვინეობებთან შეხვედრების ორგანიზება და პროდუქციის შეთავაზება;
- გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების გაუმჯობესება;
- ხელშეკრულებების, შეკვეთებისა და გადახდების კონტროლი;
- კლიენტთა ბაზის წარმოება და შიდა გუნდთან კოორდინაცია;
- კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტები (თვეში მინიმუმ ორჯერ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია მეღვინეობის მიმართულებით);
- ღვინის წარმოების პროცესების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალო დონეზე B2 ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები;
- MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
- პირადი ავტომობილის ქონა;
- პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
- უპირატესობა მიენიჭებათ მეღვინეობის ან გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს, თუმცა სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
რას გთავაზობთ?
- საერთაშორისო ბიზნესგარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- მეღვინეობის ინდუსტრიის პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
- პროფესიული ცოდნისა და გაყიდვების უნარების განვითარების შესაძლებლობას;
- რეგიონული სამუშაო ვიზიტების საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marinatarn@gmail.com
თემის ველში მიუთითეთ: Sales Manager - Enocork.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
