გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 400+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00–18:00
სრული აღწერა
19-10-2026 - 19-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია „კლინტექ“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის ვებგვერდი: zoma.ge — ბმულის გახსნა
კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს როგორც არსებულ კლიენტებთან, ასევე აქტიურად მოიძიებს ახალ პოტენციურ მომხმარებლებს და იზრუნებს გაყიდვების ზრდაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის მიერ გადაცემულ არსებულ კლიენტთა ბაზასთან მუშაობა, რეგულარული ვიზიტები და შეკვეთების მიღება;
- HoReCa სექტორში ახალი პოტენციური კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და მოზიდვა;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლების კონსულტირება პროდუქციის ასორტიმენტის, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ;
- არსებულ კლიენტებთან გაყიდვების მოცულობის გაზრდა და თანამშრომლობის განვითარება;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი და გაყიდვების გეგმური მაჩვენებლების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HoReCa სექტორში გაყიდვების გამოცდილება — აუცილებელია;
- აქტიური გაყიდვებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საკუთარი ავტომობილის ქონა — აუცილებელია.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00–18:00
ფიქსირებული ანაზღაურება: 1 400 ლარი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.
ჯამური ყოველთვიური შემოსავალი: 3 000–5 000+ ლარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "კლინტექ" (ZOMA) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული მწარმოებელია, რომელიც ქმნის ჰიგიენურ, საყოფაცხოვრებო და ქაღალდის პროდუქტებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად იზრდება და სწორედ ამიტომ ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს თბილისში, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.
დეტალების გასაცნობად და აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული 1 400 ლარი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

