გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- მისამართი
- ალ. ყაზბეგის გამზირი 12ა, თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00–19:00
- ბენეფიტები
- ანაზღაურებას გამომუშავებით: შემოსავალი უშუალოდ თქვენს შედეგზეა დამოკიდებული და ზედა ზღვარი არ აქვს · ტრენინგს და იმპორტის პროცესის სრულ შესწავლას · კარიერულ ზრდას მზარდ კომპანიაში
სრული აღწერა
CARMARK ავტომობილების იმპორტის კომპანიაა. კლიენტებს ვეხმარებით ავტომობილის შერჩევაში აშშ-ის, ევროპისა და სხვა ბაზრებიდან და ვაწვდით სრულ სერვისს: აუქციონიდან საქართველოში ჩამოყვანამდე. ვფართოვდებით და გუნდში ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები
- შემოსულ მომართვებთან მუშაობა: ზარები, სოციალური ქსელები და ვებგვერდი
- კლიენტის საჭიროებების დადგენა და ავტომობილის შერჩევაში დახმარება ბიუჯეტისა და მოთხოვნების მიხედვით
- იმპორტის პროცესის, ხარჯებისა და ვადების გასაგებად ახსნა
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და გარიგების დახურვა
- კლიენტთან კომუნიკაცია შეძენიდან ავტომობილის ჩაბარებამდე
- კლიენტთა ბაზის წარმოება CRM სისტემაში
- ახალი კლიენტების მოძიება და არსებულებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება
მოთხოვნები
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (ავტო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა)
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები
- ავტომობილების ბაზრისა და აუქციონების (Copart, IAAI) ცოდნა უპირატესობაა
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა
- კომპიუტერული პროგრამების თავისუფლად ფლობა
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და მიზანზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ
- ანაზღაურებას გამომუშავებით: შემოსავალი უშუალოდ თქვენს შედეგზეა დამოკიდებული და ზედა ზღვარი არ აქვს
- ტრენინგს და იმპორტის პროცესის სრულ შესწავლას
- კარიერულ ზრდას მზარდ კომპანიაში
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- სამუშაო საათები: 10:00–19:00
- მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12ა, თბილისი
- ანაზღაურება: გამომუშავებით
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი
CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე tato@carmark.ge. სათაურში მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი“.
შესაფერის კანდიდატებს გასაუბრებაზე დავუკავშირდებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

