გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სრული აღწერა
სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ავტოლიზინგის გუნდში.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· კონკურენტულ საბონუსე სქემას;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· გაყიდვების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია;
· დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
· კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება;
· დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
· განაცხადის მომზადება და პროექტის დამტკიცება რისკების მენეჯერთან;
· პროექტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის გაფორმება;
· არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია განყოფილებებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
· სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
· საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი (ავტოლიზინგის გუნდში) თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

