terravita +
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 11 ნოე
- ანაზღაურება
- 700+ ₾
- მისამართი
- 70 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
- ბენეფიტები
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (700₾) +ბონუსები (400/2000₾) · საშუალო შემოსავალი: 2000-3500 ₾ · ანაზღაურება გაიცემა თვეში: ორჯერ
სრული აღწერა
საერთაშორისო კომპანია „ტერავიტა
+“ ეძებს ენერგიულ,
მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც უყვარს
ადამიანებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკების ხელოვნება და არ ეშინია ამბიციური მიზნების.
ჩვენ ვსპეციალიზდებით ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების (ბადი) საცალო რეალიზაციაზე.
ჩვენი კომპანია აქტიურად ვითარდება, როგორც საქართველოში, ასე მის ფარგლებს გარეთ. გაქვთ გაყიდვებში გამოცდილება და გსურთ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
კომპანია გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (700₾) +ბონუსები (400/2000₾),
- საშუალო შემოსავალი: 2000-3500 ₾
- ანაზღაურება გაიცემა თვეში: ორჯერ,
- თქვენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი
ასევე:
- ტრენინგები: კვალიფიკაციის ზრდისა და განვითარებისთვის პირველი დღიდან,
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა,
- წამახალისებელი პროგრამები,
- კონკურენტული ანაზღაურება,
- ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა, ადაპტაციის პერიოდის გავლის შემდეგ,
- ფიტპასი,
- ჯანმრთელობის დაზღვევა,
- მეგობრული სამუშაო გარემო.
მოვალეობები:
- უკვე არსებულ ლიდებთან მუშაობა,
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება,
- შეკვეთების გაფორმება CRM სისტემაში და მომხმარებლის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე,
- გაყიდვების გეგმის შესრულება-მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად),
- მოლაპარაკების და წინააღმდეგობებთან გამკლავების უნარი,
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება,
- კომპიუტერული ცოდნა (საშუალო დონე),
- CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
თუ
თვლით რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, ნუ დაკარგავთ დროს გამოგზავნეთ რეზიუმე.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 700 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
