დევულ ინდასტრისგაყიდვების მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-18:00 საათი
- გამოცდილება
- სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
- ბენეფიტები
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნვეყოფას
სრული აღწერა
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით) პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნვეყოფას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
- შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
- შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
- შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
- CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Dewool Industries " LLC მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 0-დან 1 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
