გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- ≈ 2 000–3 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- საოფისე
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00–18:00
- ბენეფიტები
- ბონუსი გაყიდული პროდუქტიდან · გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება: საწვავით უზრუნველყოფა
სრული აღწერა
ვაკანსია- გაყიდვებისა და კომერციული მენეჯერის პოზიცია.
„ნატურალსი“ კვების საწარმოა, რომელიც აერთიანებს პროფესიულ სამზარეულოს და კვების მომსახურებას ინდივიდუალური მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისთვის. მიმართულებებია: ყოველდღიური მზა კერძები, პერსონალური კვების პროგრამები, კორპორატიული კვება, ღონისძიებების კვების მომსახურება, სეზონური და სპეციალური მენიუები.
სავალდებულო მოთხოვნები
- გამოცდილება კორპორატიულ (B2B) გაყიდვებში
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების დონეზე
- საკუთარი ავტომობილი, მოქმედი მართვის მოწმობა და სამუშაო შეხვედრებზე გადაადგილების შესაძლებლობა
- Excel-ის ან Google Sheets-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა
უპირატესობა:
- გამოცდილება კვების წარმოების, ღონისძიებების კვების მომსახურების, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ან სურსათის სფეროში
- გამოცდილება საცალო და ონლაინ გაყიდვების არხებთან მუშაობაში
- CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
- საქმიანი კონტაქტები შესაბამის სექტორში
ბენეფიტები
- ბონუსი გაყიდული პროდუქტიდან
- გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება: საწვავით უზრუნველყოფა
სამუშაო საათები
10:00–18:00
სამუშაო ადგილი
აღმაშენებლის ხეივანი 174
შედეგი, რასაც ველით
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება
- ლიდიდან ხელშეკრულებამდე კონვერსიის ზრდა
- ახალი კორპორატიული კლიენტების ზრდა
- განმეორებითი მომხმარებლის წილის ზრდა
- საშუალო გარიგების ღირებულების ზრდა
კატეგორია: გაყიდვები და ბიზნეს ადმინისტრირება
რატომ ჩვენთან: კომპანიაში მეგობრული გარემოა, შედეგზე მიბმული საბონუსე სისტემა, სამუშაოდ კომფორტული ოფისი, კარიერული განვითარების შესაძლებლობა, მენეჯმენტი აფასებს თავის თანამშრომლებს და აღიარებს მათ მნიშვნელობას, კომპანიაში გადაწყვეტილებები მიიღება დემოკრატიული პრინციპით, მენეჯმენტი აფასებს თანამშრომლების ახალ იდეებს, მენეჯმენტი ენდობა თანამშრომლებს და აძლევს უფლებას იმუშაონ დამოუკიდებლად, მენეჯმენტი ორიენტირებულია თანამშრომლების კმაყოფილებაზე, მენეჯმენტი ამოტივირებს და აძლევს უკუკავშირს გუნდის წევრებს, კომპანია იმართება ლიდერული პრინციპების საშუალებით, კომპანია ფოკუსირებულია შედეგებზე და არა სამსახურში დახარჯულ დროზე, მენეჯმენტი უზრუნველყოფს გუნდის სწავლებას, შემოსავლის ზედა ზღვარი არ არსებობს, ფიქსირებული შემოსავლის ზრდის პერსპექტივა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
