USGLOBAL AUTO IMPORT
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი, საირმის ქუჩა N5
სრული აღწერა
ლოგისტიკური კომპანია "Usglobal", ოპერირებს საქართველოში ავტოიმპორტის მიმართულებით. თუ გსურს შემოუერთდე მზარდ და მეგობრულ გუნდს, სადაც კარიერული განვითარების ეტაპები ყველასთვის ღიაა მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საირმის ქუჩა N5
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00)
ანაზღაურება: მოჭრილი + სოლიდური საბონუსე სისტემა
"იუსგლობალში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც:
- მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
- დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
- იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
- მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
- მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს
უპირატესობად ჩაითვლება ავტომობილებში გარკვეული კანდიდატი
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
- გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- გიყვართ გაყიდვები
- გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
- იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
- ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
- იცით სხვა რომელიმე ენა
გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: usglobal011@gmail.com და Subject-ში მიუთითე "გაყიდვების მენეჯერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
