გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- ქ.ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 / ორშ–პარ /
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა · სტაბილური სამუშაო გარემო · საწვავით უზრუნველყოფა
სრული აღწერა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის ძირითადი მიზანი:
აჭარისა და გურიის რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა, ყავის აპარატების განთავსება და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 / ორშაბათი-პარასკევი /;
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა);
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომერციული ობიექტების მოძიება, მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa, საცალო, ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან;
- არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- მომსახურების ხარისხისა და პროდუქციის მოხმარების კონტროლი;
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა /კოორდინაცია, დავალებებისა ზედმიწევნით სწორად გაწერა და შემდგომში მათი შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
- დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი;
- კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გუნდის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- B2B ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- MS Office-ის ცოდნა;
- ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ხელფასი
- გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
- საწვავით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
- საწვავით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ულიმიტო სასაუბრო;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

