გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 9 ნოებოლო ვადა: 9 დეკ
- მისამართი
- 36 ბუდაპეშტის ქუჩა, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 - 19:00
- ბენეფიტები
- მზარდი ანაზღაურება · პროფესიული განვითარების შესაძლებლობა · მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ
Car Parts Hub არის მზარდი კომპანია ავტონაწილების სფეროში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტონაწილების ფართო არჩევანს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნიდან ავტონაწილების ჩამოტანას, ადგილობრივი მარაგების რეალიზაციასა და ორიგინალი ავტონაწილების გაყიდვას.
ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ სადილერო ცენტრებთან და მუდმივად ვაფართოებთ ჩვენს შესაძლებლობებს. ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი:
ორშაბათი – პარასკევი, 10:00–19:00 საათი.
მთავარი პასუხისმგებლობები:
- მომხმარებლებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაცია;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ავტონაწილის მოძიება;
- ავტონაწილების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- განცხადებების განთავსება სხვადასხვა ონლაინ ჯგუფებსა და პლატფორმებზე;
- მომხმარებელთან ურთიერთობის შენარჩუნება და გაყიდვების ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ავტონაწილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ბენეფიტები:
- მზარდი ანაზღაურება;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო;
- მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა.ბუდაპეშტის ქ 36
მის: ბუდაპეშტის ქ 36
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაგვზიარეთ რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
