ინ ჰაუს დეველოპმენტგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ოქტბოლო ვადა: 4 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
სრული აღწერა
ინ ჰაუს დეველოპმენტ-ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- შემოსული ლიდების დამუშავება და გაყიდვად გარდაქმნა;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
- პროექტებისა და ბინების პროფესიონალურად პრეზენტაცია;
- შეხვედრებისა და ობიექტის დათვალიერებების ორგანიზება;
- ფასის, გადახდის პირობებისა და სხვა კომერციული დეტალების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- CRM სისტემაში მომხმარებლებისა და გაყიდვების პროცესის რეგულარული აღრიცხვა;
- მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და Follow-up;
- გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მიმდინარე შეთავაზებების მონიტორინგი;
- გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე და გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელთან პროფესიონალური ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პროაქტიულობა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.
პოზიციის მთავარი მიზანი:
კომპანიის უძრავი ქონების პროექტების ეფექტური გაყიდვა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებული ლიდების ხარისხიანად დამუშავება და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@inhaus.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 3-დან 5 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
