Geo Smart Box
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
სრული აღწერა
"Geo Smart Box" (GSB) არის სარეკლამო ეკრანების ქსელი Fresco-სა და Goodwill-ის მაღაზიებში. ჩვენ ბრენდებს მყიდველთან პირდაპირ, შეძენის გადაწყვეტილების მომენტში ვაკავშირებთ. ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გუნდთან ერთად გააფართოებს კლიენტების ბაზას და განავითარებს გაყიდვებს.
რას გააკეთებ:
- მოიძიებ პოტენციურ კლიენტებს (ბრენდები, სარეკლამო სააგენტოები) და დაამყარებ მათთან ურთიერთობას
- გამართავ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს, შესთავაზებ სარეკლამო პაკეტებს
- წარმართავ მოლაპარაკებებს და გააფორმებ ხელშეკრულებებს
- შეინარჩუნებ და გაამყარებ ურთიერთობას არსებულ კლიენტებთან
- აწარმოებ გაყიდვების აღრიცხვას და რეგულარულად წარადგენ ანგარიშს
რას ველით შენგან:
- B2B გაყიდვების გამოცდილებას (სარეკლამო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა)
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალ უნარს
- ქართული ენის სრულ ცოდნას; ინგლისური ან რუსული დამატებითი უპირატესობაა
- თვითორგანიზებას, პასუხისმგებლობასა და მიზნებზე ორიენტირებულობას
- Excel-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნას
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი გაყიდვებიდან (განისაზღვრება გამოცდილების გათვალისწინებით)
- ზრდად და პერსპექტიულ სფეროში მუშაობას
- გუნდში მუშაობას, სადაც შენი წვლილი პირდაპირ ჩანს შედეგში
- პროფესიულ განვითარებას
როგორ განაცხადო:
გამოგვიგზავნე CV და მოკლე მოტივაციის წერილი მისამართზე: d.berdzenishvili@geosmartbox.com.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
