გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო
სრული აღწერა
"ოსტეო დენტაშოპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გიყვართ გაყიდვები, ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება? გსურთ, თქვენი შედეგები პირდაპირ აისახოს თქვენს შემოსავალსა და კარიერულ განვითარებაზე?
ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციის აქტიური გაყიდვა;
- ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- მომხმარებლებთან რეგულარული კომუნიკაცია და Follow-up;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარი;
- მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენისა და შესაბამისი შეთავაზების გაკეთების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ინიციატივიანობა;
- შედეგზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ახალი პროდუქციის შესწავლისა და ცოდნის გაღრმავების სურვილი.
სამედიცინო ან სტომატოლოგიურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას - 1 500 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგების მიხედვით;
- ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;
- პროფესიულ ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@dentashop.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, წერილში ასევე მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება.
ჩვენ შესახებ:
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და აქციეთ თქვენი გაყიდვების უნარები პროფესიულ წარმატებად და მზარდ შემოსავლად!
