სატრანსპორტო კომპანია
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 2 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს სატრანსპორტო სფეროში
სრული აღწერა
სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის მიმართულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორაციული და ინდივიდუალური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;
- არსებული კლიენტების შენარჩუნება და ურთიერთობების განვითარება;
- სატრანსპორტო მომსახურებაზე კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- ფასებისა და პირობების შეთანხმება კლიენტებთან;
- მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- გაყიდვების პროცესის ორგანიზება და კლიენტების მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
- ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი;
- გაყიდვების შედეგებისა და პოტენციური კლიენტების შესახებ ანგარიშგება.
მოთხოვნები, სასურველი უნარები და გამოცდილება:
- გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- B2B გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- კლიენტებთან ურთიერთობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის ცოდნა;
- აქტიური გაყიდვების განხორციელების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სატრანსპორტო/ლოგისტიკურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს სატრანსპორტო სფეროში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- შედეგზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას.
ხელფასი შეთანხმებით. ანაზღაურების საბოლოო პირობები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი CV: info@routegeorgia.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
