Mycorner.ge
გაყიდვებიგაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
- მისამართი
- 44 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი
სრული აღწერა
უძრავი ქონების მართვის კომპანია "Mycorner.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"Mycorner.ge" არის მულტიფუნქციური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც წლებია მუშაობს ექსკლუზიური მოდელით და სთავაზობს მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას, შეფასებას საერთაშორისო სტანდარტით.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44;
გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი.
სამუშაო პერიოდი: 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
- კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
- მარკეტინგული მხარდაჭერა;
- განვითარების შესაძლებლობა;
- სრული იურიდიული და ტექნიკური მხარდაჭერა;
- მაღალი ბონუსური სისტემა;
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- ინდივიდუალური ბაზის შექმნა;
- უძრავი ქონების პორტფელის შექმნა;
- მოლაპარაკების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/ან ბოლო კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
თუ გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
